ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო
დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას ჰყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„მთავრობის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრ გომელაურს, მადლობა მთელ პოლიციას, რადგან მათ დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება, დაიცვეს სტაბილურობა. კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.