ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს არ არის 2007 წელი, როდესაც „იმედი“ დაარბიეს, ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს
დღეს არ არის 2007 წელი, როდესაც „იმედი“ დაარბიეს, ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
„რაც შეეხება „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობა აპირებს რომელიღაც ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და ეს არის აბსურდი. არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან.
მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს არის 2021 წელი, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედის“ დარბევა და შეჭრა „იმედში“. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, პანიკისა და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.