ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს აღვნიშნავთ ნატო-ს დაარსების 72 წლისთავს, ვაგრძელებთ აქტიური წვლილის შეტანას მის საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს აღვნიშნავთ ნატო-ს დაარსების 72 წლისთავს, ვაგრძელებთ აქტიური წვლილის შეტანას მის საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა  ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე შვიდ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.

„დღეს აღვნიშნავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 72-ე წლისთავს.
დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე შვიდ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.

საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას მის საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.