ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციულმა ძალამ სახელმწიფოს გამოცდა გადაწყვიტა, ტესტი, რომელიც წარუდგინა ჩვენს სამართალდამცავ სისტემას, გათვლილია იმაზე, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტირება მოხდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დესტაბილიზაციის მცდელობას არ დაუშვებს.
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციამ სახელმწიფოს გამოცდა გადაწყვიტა.
„კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის, კვირის წინ სახელმწიფოს გამოცდა გადაწყვიტა ამ დესტრუქციულმა ძალამ. ტესტი, რომელიც წარუდგინა ჩვენს სამართალდამცავ სისტემას, არის გათვლილი იმაზე, რომ მოხდეს ჩვენი პოლიციის, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტირება. გმირი, საამაყო პოლიციელების დემორალიზება, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა მთავრობის სრულ დისკრედიტირებას და რეალურად, არეულობას და დესტაბლიზაციას. რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებდით, არ დავუშვებთ და არც მომავალში ვაპირებთ ასეთი მცდელობის დაშვებას. ყველა გამოწვევას გავცემთ საკადრის პასუხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.