ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრების გარდა, იქ იყო ბევრი გულანთებული მოსწავლე, სტუდენტიც, არა ასეთი აგრესიული, მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ, მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას

დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრების გარდა, იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ისინი მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ, მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას.

„მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი შვილები, ჩვენი დები და ძმები არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიედ ჩართული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.