ირაკლი ღარიბაშვილი - დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს, მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და აშშ-ის საელჩოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს.
„დღეს გამარჯვებული საქართველოა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა ევროკავშირის მედიაციის შედეგად მიღებულ შეთანხმებას. მადლობას მოვახსენებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ის საელჩოს საქართველოში. დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.