ირაკლი ღარიბაშვილი - დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციებს ორი თვით ადრე აანონსებს, ეს მიუთითებს, რომ მათ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან
ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში, მე ვგულისხმობ რადიკალურ სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ რადიკალურ ქმედებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე ჰკითხეს.
„რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ, ეს რაზე მიუთითებს, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ რადიკალურ ქმედებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.