ირაკლი ღარიბაშვილი - დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ და ჩვენი ხალხის ძალა მთელმა მსოფლიომ ნახა
მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინდელ აქციაზე.
„დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. თქვენ რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, რომ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.