ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს მართავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავენ.
პირველი შეხვედრა ხელვაჩაურში გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე.
დღესვე შეხვედრები გაიმართება ბათუმსა და ოზურგეთში.