ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი

არაბთა გაერთიანებული ემირატები ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ინოვაციებისა და წინსვლის კონტექსტში და ეს სამიტი არის კიდეც ქვეყნის ურყევი ერთგულების ნიშანი გლობალური თანამშრომლობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წლევანდელი სამიტის თემაა მომავალ მთავრობათა ფორმირება და განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის ახალი ერის მოლოდინში. დღევანდელი შეკრება თქვენ წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას მაძლევს იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი. ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.

ჩვენ ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა შევიმუშავეთ და ჩვენი ხედვა გულისხმობს ძლიერ მოქმედებას, მიუხედავად იმ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შესაძლებლობების შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივების გამო, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით, მაღალი ეკონომიკური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10,5 % ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. IMF-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) პროგნოზით, 2023-2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5% იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.