ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის ყველა რეკორდი მოხსნა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის ყველა რეკორდი მოხსნა

აგვისტოს ომში უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, არ უნდა ასწავლიდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის სიყვარულს.

„სამწუხაროდ, გვახსენდება ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების გმირობის არაერთი მაგალითი აგვისტოს ომის დროს. აგვისტოს ომში უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. ასე რომ, ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, ეს მოღალატეობრივი ჯგუფი და რადიკალური ჯგუფი დღეს ჩვენ არ უნდა გვასწავლიდნენ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.