ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სურვილიც არის, ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე, გაიაზრონ პასუხისმგებლობა ქვეყნის, ხალხის მიმართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი სურვილიც არის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის მიმართ.
აღნიშნული კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „სასულიერო პირები აქტიურად საუბრობენ შერიგებაზე, როდესაც თქვენ სიმშვიდეზე, სიყვარულზე საუბრობთ სვეტიცხოვლის ტაძრიდან, საჭიროა თუ არა პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის შერიგება, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს.
„რაც შეეხება ზოგადად მოწოდებებს ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველას საერთო სურვილია, ჩვენი სურვილიც არის, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე და მართლაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ხალხის მიმართ. თუ ეს მოხდება, მხოლოდ გამიხარდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.