ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაერთიანდა და უკრაინაში 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, რაც შეეხება სხვა დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, მას გავაგრძელებთ
უკრაინაში ამ საშინელი ომის დაწყების შემდეგ საზოგადოება და მთავრობა გაერთიანდა, გავაგზავნეთ 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი. რაც შეეხება სხვა დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, კიდევ ერთხელ განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე იყო, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.
„იცით, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ხალხი, ერი გავერთიანდით, საზოგადოება გაერთიანდა მთავრობასთან ერთად და 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.
იცით, რომ მანამდე ჩვენ ასევე დავეხმარეთ საქართველოში უკრაინელ დევნილებს, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება. მაგალითად, როგორიცაა უკრაინულ ენაზე განათლება. უკრაინელი ბავშვები იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში, რომლებიც ჩვენ გავხსენით. რაც შეეხება სხვა დამატებით დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებას გამოვნახავთ და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.