ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პროგნოზით, წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 7.7 პროცენტი იქნება
ოთხი თვის წინ, როდესაც დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა, რეგულაციების მოხსნა, ამან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გააჩინა ბიზნესში და ზოგადად, ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი პროგნოზით, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 7.7 პროცენტი იქნება.
„მოგეხსენებათ, ოთხი თვის წინ, როდესაც დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა, რეგულაციების მოხსნა, ამან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გააჩინა ბიზნესში და ზოგადად, ქვეყანაში. გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა – 45 პროცენტის ფარგლებში, მაისში იყო 25-პროცენტიანი ზრდა, რამაც განაპირობა, რომ წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა. წელს ჩვენი პროგნოზით, რაც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა 7.7 პროცენტი იქნება. ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი – 57.2 მილიარდი ლარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.