ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელ მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორისაა
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც თავისთავად კარგია, ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელ მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორისაა. თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„გავიხსენოთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველდღიურად მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც თავისთავად კარგია. ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელ მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორისაა. თუნდაც, იგივე ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში. ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, ინტერესი იყო შემდეგი – ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. რას ვგულისხმობ, მე ვიგულისხმე და აღვიშნე, რომ ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე – ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები, მათი აქტივობა, ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს. ჩვენ ვითხოვდით მინიმალური გამჭვირვალობის დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.