ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ ხალხის პრობლემების გადაჭრაზე ვიყოთ მომართული და არა რაღაც უშინაარსო დებატებზე, გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო
მთავარი საზრუნავი უნდა იყოს რომ მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რაც რეალურად აწუხებს ამ პრობლემების გადაჭრაზე ვიყოთ ყველანი მომართული და არა რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებზე, გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო, ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, „ქართული ოცნების“ აქტივთან.
„ჩვენი მთავარი მესიჯი არის ის, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩევნებამდე, ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. აი, ეს არის მთავარი დავალება, რომელიც ჩვენ მივეცით ჩვენი პარტიის აქტივს და ჩვენს რეგიონალურ ხელმძღვანელობას. გავაცანით პროექტების შესახებ, გეგმების შესახებ. მთავარი საზრუნავი უნდა იყოს რომ მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რაც რეალურად აწუხებს ამ პრობლემების გადაჭრაზე ვიყოთ ყველანი მომართული და არა რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებზე, გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო, ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი. ძალიან კარგი განწყობა არის, მობილიზებას გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს და ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.