ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც რეალური კონკურენტი არ ჰყავს
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც რეალური კონკურენტი არ ჰყავს

ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც რეალური კონკურენტი არ ჰყავს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილავს თუ არა „ქართული ოცნება“ კონკურენტად ლევან ვასაძეს.

„ჩვენი კონკურენტი არის გაჭირვება, ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ კონკურენტი. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს დღეს რეალური კონკურენტი. ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც არ ჰყავს რეალური კონკურენტი. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. უნდა განვითარდეს რეალური ოპოზიცია, ჯანსაღი ოპოზიცია უნდა განვითარდეს საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არის ეს გამოწვევა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.