ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვაქვს მტკიცე არჩევანი, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ვერავინ შეცვლის ამ არჩევანს
ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, არჩევანი, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, შეუერთდეს იმ ორგანიზაციას, რომელსაც სურს.
„დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი, შეუძლია, შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას. ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, არჩევანი, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის. მშვიდად იყავით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.