ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის კონგლომერატის CEFC-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.
კომპანია რეგიონში CEFC-ის ინვესტიციების მართვას განახორციელებს.
ჩინეთის კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად საქმიანობს.
კომპანიის ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.
2017 წლის მონაცემებით, კომპანია CEFC Energy Company Limited-ი ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში კომპანია 222-ე ადგილს იკავებს.
მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ი ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ასევე საქართველოში.