ირაკლი ღარიბაშვილი „ჩენზინგ ჰოლდინგის“ გამგეობის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ჩენზინგ ჰოლდინგის“ (Cengiz Holding) გამგეობის თავმჯდომარე მეჰმედ ჩენგიზს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. განიხილეს ჰოლდინგის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლო მიმართულებები.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა და საქართველოს ხელისუფლება მიესალმება თურქი ინვესტორების შემოსვლას ქვეყანაში.
Cengiz Holding 1987 წლიდან ინვესტირებას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ენერგეტიკული და სამთო მრეწველობის მიმართულებით. ჯგუფი 35 კომპანიას აერთიანებს და მისი წლიური შემოსავალი ხუთ მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ჰოლდინგი მონაწილეობს ისეთ სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა მაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, კაშხლების, საზღვაო პორტების, რკინიგზების, მეტროპოლიტენის სისტემების, აეროპორტების, მილსადენების, ელექტროსადგურების, სამთო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობა და ოპერირება.
ჰოლდინგის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა სტამბოლის ახალი აეროპორტი, სტამბოლში მეტროს ხაზი Levent, ასევე აეროპორტი Ordu Giresun, რომელიც ზღვაში აშენებული პირველი აეროპორტია მთელს თურქეთსა და ევროპაში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.