ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია
ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის მოიცავს რეფორმების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორებიცაა ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ჯეროვანი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ჩარჩო დოკუმენტი 2030 წლამდე განხორციელდება.
„ჩვენ ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი პროგრესისკენ ვისწრაფვით და მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ასევე განათლებასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. განათლების ძლიერი სისტემების მნიშვნელობა არ შეიძლება, გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული, რადგან ის არის ძლიერი, აყვავებული და პროდუქტიული საზოგადოებების ქვაკუთხედი. განათლებისთვის საბიუჯეტო რესურსების გამოყოფით ვაუმჯობესებთ ციფრულ წიგნიერებას ამ მიმართულებით დიდი ნახტომის შესასრულებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.