ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში, ჩარჩოებში დაბრუნება.
„რაც შეეხება ჩემს ხედვას, თუ როგორ მესახება ამ სიტუაციაში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, პირველი 100 დღის განმავლობაში პრიორიტეტები იქნება, პირველი, რაც საჭიროა აღნიშნულ სიტუაციაში ქვეყანაში – წესრიგის დამყარება, რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.