ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო დღეებში „განახლებული რეგიონების“ პროექტზე მოვისმინეთ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს
ჩვენს მიერ დაანონსებული მასშტაბური სამუშაოები, „განახლებული რეგიონების“ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გაჟღერდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.
„მინდა, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს ვთხოვო, მოსახლეობისთვის გააკეთოს ერთგვარი შუალედური ანგარიში და გვითხრას, თუ რა ეტაპზე ვართ, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ამიტომ, მინდა, გთხოვოთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.