ირაკლი ღარიბაშვილი - ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და „ლიმაკ ჰოლდინგს“ შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და „ლიმაკ ჰოლდინგს“ შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად

თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და „ლიმაკ ჰოლდინგს“ შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად.

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა „ლიმაკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან. შეხვედრისას ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განვიხილეთ. ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და ჰოლდინგს შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.