ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრი მცდელობის, პროვოკაციების და მოწოდებების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, ეს არის ომი
ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრი მცდელობის, პროვოკაციების და მოწოდებების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, ეს არის ომი

მიუხედავად ბევრი მცდელობისა და ასე ვთქვათ, მოწოდებების, პროვოკაციებისა, ჩვენმა გუნდმა თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას დამართნოდა, ეს არის ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გონივრული, ეროვნული პოლიტიკის გზით ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნეს.

როგორ პრემიერმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მაქსიმალურად გააძლიერონ ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან.

„ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. ჩვენმა გუნდმა მთლიანად, ჩვენ, ყველამ ერთად მოვახერხეთ, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ. მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი ასე ვთქვათ, მოწოდებებისა და პროვოკაციებისა, ჩვენმა გუნდა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დამართნოდა, ეს არის ომი.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ჩვენი გონივრული, ეროვნული პოლიტიკით შევუნარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევითი. ასე რომ, ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მართვა, წინსვლა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავკეთოთ, რათა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი არის ამ კითხვების დასმაში აქტიურად ჩართული, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. მე , როგორც მთავრობის მეთაური, ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ის ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ეს არის შეუქცევადი გზა, სხვა ყოველგვარი სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.ნატო ბერულ