ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით.

„აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით! მოუთმენლად ველით რეგიონული თანამშრომლობის გაგრძელებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით!“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.