ირაკლი ღარიბაშვილი აუდიტის დასკვნაზე ქუთაისის მერიაზე - არც ერთი ასეთი ბრალდება, პრობლემა და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე, მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე
ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მისივე თქმით, აუდიტისის დასკვნას ეხებოდა ქუთაისის მერიაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არც ერთი პრობლემა არ დარჩება რეაგირების გარეშე.
„თქვენ მიერ ნახსენები ინფორმაცია თუ სიმართლეა, ჯერ არ მინახავს,მაგრამ აუცილებლად მოვიკითხავ, არც ერთი ასეთი ბრალდება, პრობლემა და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე. ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე. ამას გპირდებით მე“, – აღნიშნა პრემიერმა.