ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძალა
ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძალა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მის ხელმძღვანელობას და მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს.