ირაკლი ღარიბაშვილი არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური არმაზ სანებლიძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის, არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო. ასეთი გამორჩეული პიროვნებისა და სამაგალითო პროფესიონალის დაკარგვა დიდი დანაკლისია როგორც ქართული ჟურნალისტიკისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. ვუსამძიმრებ ბატონი არმაზის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე 86 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.