ირაკლი ღარიბაშვილი - არჩევნების გადადების მოთხოვნა გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში შედის, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს
არჩევნების გადადების მოთხოვნა გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში შედის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციიდან ბევრისთვის არჩევნებში მონაწილეობა აზრს კარგავს, რადგან იციან, რომ მარცხდებიან.
„არჩევნების გადადების მოთხოვნა რა თქმა უნდა შედის გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში, ამ საერთო პროვოკაციაში ყველა არის გაერთიანებული, რადგან იციან, რომ მარცხდებიან, აზრი ეკარგება ბევრს, მათ შორის გახარიას პარტიას უბრალოდ აზრი დაეკარგა. და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობას“, რომელიც არის ყველაზე მთავარი დესტრუქციული, რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მათ ინტერესებში შედის სწორედ არჩევნების გადადება, რაც რა თქმა უნდა არ მოხდება. არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.