ირაკლი ღარიბაშვილი - არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება
ირაკლი ღარიბაშვილი - არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება

ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით აქვთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია პარტნიორებთან და სურს, ამ თემაზე ყოველგვარი სპეკულაცია დასრულდეს.

„მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია – საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული, თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.