ირაკლი ღარიბაშვილი - არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს, ის იცნობს საქართველოს, რაც დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში
ატლანტის ოკეანის იქით, შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაამყარა კავშირი ევროკავშირში თავის კოლეგებთან და პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა შეერთებული შტატების გლობალური ჩართულობის განახლებულ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბაიდენი იცნობს საქართველოს, რაც დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში.
„მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს. ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს. ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში და, თავის მხრივ, პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.