ირაკლი ღარიბაშვილი - ანტონიუ გუტერეშთან მოსაზრებები გავცვალეთ საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას
ირაკლი ღარიბაშვილი - ანტონიუ გუტერეშთან მოსაზრებები გავცვალეთ საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას

გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაერო-სა და საქართველოს შორის.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან. მოსაზრებები გავცვალეთ საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რაც მოიცავს გლობალურ მშვიდობას, ბრძოლას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, მდგრადი განვითარების მიზნებსა და ურთიერთობების გაძლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის. ვაფასებთ გაერო-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.