ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
„მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი სიძულვილის. გვარამია არის ეტალონი სიძულვილის, სიბოროტისა და ღვარძლის ნთხევის. დღეს გახდა მოსიყვარულე? რიტორიკა მათ უნდა შეცვალონ, მათ, ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა დაასრულონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ხალხი დაიღალა უკვე და ხალხს აღარ აქვს ამის მოთმინების უნარი და არც სურვილი. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. რატომ უნდა ვილაპარაკო გვარამიაზე, ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი. რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ მზად ვართ და მივესალმებით რიტორიკის შეცვლის მცდელობას და ჩვენი მხრიდან ეს პირდაპირ პროპორციულად იქნება ასახული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.