ირაკლი ღარიბაშვილი - ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ
ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან. განვიხილეთ რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.