საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ახლად არჩეულ მერებს ხვდება. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერებთან.
კანცელარიაში უკვე მოვიდნენ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები. შეხვედრებს ესწრებიან მხარის რწმუნებულებიც.
შეხვედრები ასევე გაიმართება შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის რეგიონების მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებთან.
შეხვედრებს, დედაქალაქის გარდა, ყველა თვითმმართველი ქალაქის მერები დაესწრებიან.