ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რკინის ღობის განთავსების მთავარი მიზანი და მოტივაცია იყო უსაფრთხოება
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რკინის ღობის განთავსების მთავარი მიზანი და მოტივაცია იყო უსაფრთხოება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რკინის ღობის განთავსების მთავარი მიზანი და მოტივაცია იყო უსაფრთხოება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ღობეზე საუბარი არასერიოზულია.

„საკითხი არის არასერიოზული. ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო, საერთოდ არ მესმის. ხარისხიანი და ლამაზი იყო. ღობეზე საუბარი უხერხულია, სირცხვილია. ამას განმარტავს თავად ირაკლი კობახიძე, მიმართეთ მას და განმარტებას გააკეთებს. არის საკითხები, რომლებიც წყდება დაცვის სამსახურების, სპეცსამსახურების და პოლიციის რეკომენდაციების მიხედვით. დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში. მთავარი მიზანი და მოტივაცია, როცა მე თავის დროზე გადავწყვიტე, იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რატომ? დესტრუქციული ძალები, გახსოვთ, ჩვენს გმირ პოლიციელებს პირდაპირ როგორ შეურაცხყოფდნენ. გახსოვთ, კანცელარიის წინ ხან ფქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს და ჩვენს თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს როგორ აწუხებდნენ. შიგნით შევარდებოდნენ ყოველგვარი საშვის გარეშე, აწყობდნენ დესტრუქციას და საშინელებებს ჩადიოდნენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.