ირაკლი ღარიბაშვილი პლებისციტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან თავს შეიკავებს
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დარულებამდე კონკრეტული პოზიციების გახმოვამებისგან თავს იკავებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, პლებისციტი არის თუ არა შუალედური თემა, რაზეც შეიძლება პოზიციები დაახლოვდეს.
„მსურს თავი შევიკავო კონკრეტული ჩვენი პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან არ არის დასრულებული შეთანხმება და მოლაპარაკებები, ვინაიდან არ არის დასრულებული მოლაპარაკებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.