ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, რას იტყვის ჩვენი ხალხი 
ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, რას იტყვის ჩვენი ხალხი 

აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩვენთვის, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, რადგან ჩვენთვის მთავარია, რას იტყვის ჩვენი ხალხი, სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში კანონისა და სიმართლის აღსრულებას ვერავინ აღუდგება წინ.

„მინდა, ჩვენს მოსახლოებას ავუხსნა, მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. მე ერთ რამეს ვეტყვი ყველას, რომ ამ სიაში, ბევრი ქართული გვარებიც აღმოვაჩინე, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები არ ვიცი, მაგრამ მინდა, ერთი რამ გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონისა და სამართლის აღსრულებას, ვერავინ აღუდგება წინ. რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს. ჩვენთან არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, რადგან ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიებისა და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.