ირაკლი ღარიბაშვილი 24 ივნისს პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
ირაკლი ღარიბაშვილი 24 ივნისს პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშს პარლამენტს 24 ივნისს წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლით პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება, რომელიც რეგლამენტის მიხედვით, ივნისის ბოლოს იხურება.

რეგლამენტის შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისს წარუდგინა.