ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წლის ბიუჯეტით სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი, ყვარელს ექნება 24-საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება
ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წლის ბიუჯეტით სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი, ყვარელს ექნება 24-საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება

2022 წელს, იანვრიდან, ჩასმული იქნება ბიუჯეტში და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყვარელს ექნება 24-საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება.

„ვიცი, რომ ამ მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში იყო დაპირება, ვინაიდან, ეს არის პრობლემა, წყლის, კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობის. ბოლო სამი თუ ოთხი წელია, მიდის ამაზე საუბარი, მაგრამ ცენტრალურმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა, არ ვიცი რა მოხდა, პრობლემა იყო დაფინანსების გამოყოფა. 2022 წელს, იანვრიდან, ჩასმული იქნება ბიუჯეტში და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი. ყვარელს ექნება 24 საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.