ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ღირსეული გამარჯვება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ხალხმა მოიპოვა, ქვეყანას ლაჩრების ხელში აღარ ჩავაგდებთ
როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს გარბოდა ბრძოლის ველიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრებისა და მოღალატეების.
„სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა მოღალატეებისა და ლაჩარი სააკაშვილის, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ხალხი აგვისტოს ომში. კაცი, რომელიც იყო ე.წ. პრეზიდენტი და მთავარსარდალი, თქვენ კარგად ნახეთ, იმ დროს, როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და ტერიტორიის დაცვას, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს გარბოდა ბრძოლის ველიდან. სხვათა შორის, მაშინ, როდესაც, მაგალითად, მასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მიატოვა სტუმარიც, გაიქცა და მიწაზე გართხმული დაენახა მთელ მსოფლიოს. აი, ასეთი პარადოქსების ქვეყანა იყო მაშინ ჩვენი ქვეყანა, ასეთი არაკაცების და ასეთი ლაჩრების ხელში იყო ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ წარსულში ჩავტოვეთ. 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ის ღირსეული გამარჯვება, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ხალხმა მოიპოვა. ერთი უნდა იცოდეს ყველამ, რომ ასეთი ლაჩრების ხელში ჩვენს ქვეყანას არასდროს აღარ ჩავაგდებთ. ეს დრო დამთავრდა, ეს განსაცდელი ჩვენმა ხალხმა ჩამოიტოვა წარსულში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.