ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელთან შედარებით, განათლების ბიუჯეტი გაზრდილია მილიარდ რვაასი მილიონი ლარით, 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელთან შედარებით, განათლების ბიუჯეტი გაზრდილია მილიარდ რვაასი მილიონი ლარით, 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში

როგორც უკვე დავაანონსეთ პედაგოგებთან შეხვედრისას, დამატებით 160 მილიონი ლარი გამოვუყავით განათლების სამინისტროს და, ჯამში, სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიარდ 500 მილიონ ლარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით განათლების ბიუჯეტი გაზრდილია მილიარდ 800 მილიონამდე ლარით, 300 პროცენტით.

„შედარებისთვის, მინდა, ვთქვა, რომ, 2012 წელთან შედარებით, განათლების ბიუჯეტი გაზრდილია მილიარდ რვაასი მილიონი ლარით, 300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში, აქაც კარგად ჩანს, როგორ ყურადღებას აქცევდნენ განათლებას. ასევე, როგორც ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს უკვე ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების ხელფასები 2024 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით, ზოგს შეიძლება, გაეზარდოს 600, ზოგს 700 ლარით და ა.შ ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა. მინდა, ჩვენს მასწავლებლებს მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატება ვუსურვო, ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი სიახლე, გადაწყვეტილება, რომელიც, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, იქნება განათლების ხარისხის ამაღლების კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და უდიდესი კომპონენტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.