ირაკლი ღარიბაშვილი - 1990 წელს რკინიგზის გადაკეტვით გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ, ასეთ სასაცილო მდგომარეობაში თავს ნუ ჩავიგდებთ და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს
1990 წელს, გახსოვთ, რომ რკინიგზის გადაკეტვით გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩვენს თავს ნუ ჩავიგდებთ და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არავითარი საფრთხე არ დგას.
„ვუპასუხებდი ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც უპასუხისმგებლოდ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას სანქციების დაწესებისკენ. მინდა, ჩვენს მოსახლეობას გავახსენო, ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი გასაჭირი გამოიარა ამ 30 წლის განმავლობაში. შეცდომები საკმარისზე მეტი დავუშვით. 1990 წელს, გახსოვთ, რომ რკინიგზის გადაკეტვით გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩვენს თავს ნუ ჩავიგდებთ და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს. ვუსურვებ ყველას მშვიდობას. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენს წინაშე არავითარი საფრთხე არ დგას. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, კონცენტრირება მოვახდინოთ ქვეყნის შიგნით განვითარებაზე, წინსვლაზე, კეთილდღეობაზე და ასე ერთ მუშტად, მშვიდად, მტკიცედ გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.