ირაკლი ფავლენიშვილი - ყველა ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი
ირაკლი ფავლენიშვილი - ყველა ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი

ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი, და თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერება უნდა მოხდეს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების შემდეგ და ეს უნდა იყოს საერთო ოპოზიციური შეთანხმების საგანი.

„სალომე ზურაბიშვილის, ნებისმიერი სხვა ადამიანის კანდიდატურა იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმების საგანი, ამიტომ ჯერ ნაადრევია საუბარი, ვიდრე ეს შეთანხმება შემდგარა, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების მერე უნდა მოხდეს პრეზიდენტზე შეჯერება. რაც შეეხება ზოგადად ჩვენი პარტიის პოზიციებს, ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი, და თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.