ირაკლი ფავლენიშვილი - უკრაინელები, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის უცვლელი კურსი
ირაკლი ფავლენიშვილი - უკრაინელები, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის უცვლელი კურსი

უკრაინელები, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის უცვლელი კურსი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციაში ჩაფლობის, გეოპოლიტიკური და საგარეო კურსის ცვლილების, ამ ყველაფერს კი აკეთებს ივანიშვილი კრემლთან უნისონში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის სასანქციო სიაში შეყვანას ითხოვს.

„უკრაინელები, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები უკვე კარგად ხვდებიან, რომ საქართველოში არის უცვლელი კურსი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, სახელმწიფო ინსტიტუციების კორუფციაში ჩაფლობის, გეოპოლიტიკური და საგარეო კურსის ცვლილების და ამ ყველაფრის უკან დგას მთავარი პირი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც კრემლთან უნისონში ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. სანქცირების პროცესი დაწყებულია, მათ შორის, უკრაინელმა პარტნიორებმა დაასანქცირეს უკვე გარკვეული პირები, დაასანქცირეს ამერიკელებმა, სხვა ქვეყნებიც აპირებენ, თუმცა მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ამ სანქციების უნდა იყოს ივანიშვილი, რადგან სწორედაც რომ მისი ბანდები არიან იმ დანაშაულების ავტორები, რომლითაც ჩვენ ჩამოვშორდით დასავლურ სამყაროს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.