ირაკლი ფავლენიშვილი - სალომე ზურაბიშვილს თუ ნამდვილად სურს, გამოიყენოს ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი
თამაში, რომელიც იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო, ემსახურება ორ მიზანს: ეს არის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟი და მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ოლიგარქის კარის თამაშებში მიიღოს მონაწილეობა.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თუ ამ ადამიანს ნამდვილად სურს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ მან უნდა გამოიყენოს უფლებამოსილება და შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი ზურაბიშვილის ხელში, რომელიც არის ქმედითი და ძლიერი, დანარჩენი მისი სიტყვები ფარატინა ქაღალდად დარჩება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.