ირაკლი ძარია გამორჩეულ სეზონს ატარებს. “კუკეშში” 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ალბანეთში ისევ გამოარჩიეს. ამ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში, მისმა გუნდმა საშინაო შეხვედრაში ”ლაჩი” 1:0 დაამარცხა.
ძარია გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო და ზედიზედ მეექვსედ, შეუცვლელად ითამაშა. “კუკეშმა” ქართველის მიერ მე-80 წუთზე გატანილი ერთად-ერთი გოლით მოიგო.
ალბანურმა გამოცემან, “სპორტ პანორამამ” “კუკეშის” 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ძარიამ ორჯერ ალბანეთი თასზე ითამაშა, ოთხჯერ – ჩემპიონატში, ტურის სიმბოლურში კი უკვე მესამედ მოხვდა.