გორის ,,დილას” მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თქმით, გუნდში რადიკალური საკადრო ცვლილებები დაიწყებოდა. მან არ დამალა, რომ ყველა ლეგიონერს დაემშვიდობნენ, მაგრამ გუნდის ქართველი წევრების შესახებ სიახლე მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
გორელთა პრესსამსახურის ცნობით, “დილა” ირაკლი ძარიამ დატოვა. ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და განცხადებაში გარკვევით იყო მითითებული, რომ კლუბმა მასთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა.
29 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ცხრა შეხვედრა აქვს ჩატარებული, “დილასთან” კონტრაქტი წლეულს, სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გააფორმა.