ირაკლი ჩიქოვანმა მოხალისეებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართული, მადლობა გადაუხადა
ირაკლი ჩიქოვანმა მოხალისეებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართული, მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მოხალისეებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართული, მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ყველა იმ მოხალისეს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული. ბოლნისისა და მარნეულის რაიონში ყველა ადამიანს, ვისაც იმის აუცილებლობა და საჭიროება აქვს, რომ ადგილზე ჰქონდეს მიწოდებული სურსათ-სანოვაგე, ან ნებისმიერი სხვა საშუალება, მოხალისეების მეშვეობით მიეწოდებათ როგორც სურსათი, ასევე მათთვის აუცილებელი ნივთები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.